საქართველოს სასამართლო სისტემა მწვავე კრიზისშია, ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება ეს ვითარება შეცვალოს, რასაც სასამართლო კლანის კიდევ უფრო გაძლიერება მოჰყვა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების მიზნით მოამზადეს 

დღესდღეობით სისტემა კლანის ინტერესებს ემსახურება, რამაც, საბოლოოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, ხოლო სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია - ნათქვამია დოკუმენტში.

სასამართლოს რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი - ასე ქვია ანგარიშს, რომელსაც ხელს შვიდი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია აწერს:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

კონცეფციის დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა;
  • მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  •  სასამართლოს ჩაკეტილობა, ახალი ნაკადის შედინება და მოსამართლეთა დანიშვნა;
  • გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის შრომის ანაზღაურება;
  • სასამრთლოს თავმჯდომარეები;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;

 ხელმომწერი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დოკუმენტი დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარად დაგეგმვაში, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ინსტიტუციური თუ ფუნქციური პრობლემები.

დოკუმენტი სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი