გოგი წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორშია. "მთავარის" ინფორმაციით, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გაუწიეს.
წულაიას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი და უცნობია როდის წარუდგენენ ბრალს და როდის ჩაინიშნება სასამართლო.
მეგობარი კი, რომელიც თბილისში ქუთაისიდან წულაიასთან ერთად ჩამოვიდა გუშინ, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული ინციდენტი წულაიას პოლიტიკურ აქტიურობასა და მის ხმაურიან განცხადებებს უკავშირდებოდეს.