
კიდევ ერთი სასამართლო პროცესი "მთავარი არხის" გენარალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე. ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ ნათლად დაადასტურა, რომ არაფერი უკანონო არ მომხდარა.
რეალურად, მოწმემ განაცხადა, რომ დავალიანება ნამდვილად არსებობდა, კერძოდ, სამშენებლო კომპანიას ჰქონდა დავალიანება. "სეილსჰაუსი" და თვითონაც სარეკლამო სააგენტო ცდილობდნენ ამ დავალიანების მიღებას, თუმცა ვერ მოახერხეს ეს და შემდეგ მოხდა შეთანხმება, რომ უძრავი ქონებით მომხდარიყო ამ ვალდებულების გაქვითვა. არაფერი, ბუნებრივია, ამაში უკანონო არ არის და ესეც ნათლად და ცალსახად დაადასტურა მოწმემ, - ამბობს ადვიკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
დღევანდელ სასამართლოზე, მოწმის სახით დაიკითხა ერთი პირი, ხოლო მეორე მოწმის უდავობაზე დაცვის და ბრალდების მხარე შეთანხმდა, შესაბამისად მას აღარ დაკითხავენ.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.