"სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი" - კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საუბრობს. მისი თქმით, რიგ საკითხებზე პოზიციები უკვე შეჯერებულია. კობახიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება ამბობს, რომ ოპოზიციამ დანიელსონისთვის მიცემული პირობა დაარღვია.  

ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა, ბორელის განცხადების შემდეგ მოაყოლეს შაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. ეს რა თქმა უნდა, არ წაადგება პოლიტიკურ პოზიციებს.. რაც შეეხება შეხვედრას, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.. ..საინტერესო დისკუსია შედგა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. მათ შორის რამდენიმეზე უკვე პოზიციებია შეჯერებული. დანარჩენების განხილვა გრძელდება. მე სანამ ჩამოვიდოდი ვნახე მათი [ოპოზიციის] განცხადებები და ეს არის უხეში დარღვევა იმ პირობების, რომელიც არის საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული. ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც დავდეთ არის, ის რომ არცერთ წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი. თუ ნახავთ ამ განცხადებებს საუბარია რამდენიმე წითელ ხაზზე, ეს ნათლად წარმოაჩენს მათ სახეს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი