დანიელსონი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება.

"რადგან ბატონი დანიელსონი დარჩა და ეს არის მთავარი ამბავი, ჩემი აზრით, თქვენთვის და ყველასთვის, და დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომელიც შემიძლია გითხრათ. ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებას, ჩვენ გვითხრეს, რომ ორივე მხარემ თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო", - თქვა "გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია რაციონალური კომპრომისებისთვის მზადაა, თუმცა დოკუმენტის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

"კარგი ამბავი არის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ, რომ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა და მოლაპარაკება გაგრძელდება", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ. დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი სწორედ დღევანდელი შეხვედრიების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი