ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება". ამის შესახებ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვისურვებდი, რომ ოპოზიცია როგორც დღეს იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც, რაც ძალიან კარგი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვინდა პარლამენტშიც იყოს ზუსტად ისეთი ოპონირება, რაც დღეს ვნახეთ აქ... არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ. ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე პოზიციები არის ძალიან დაახლოებული, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა. შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის... ნურავინ წარმოიდგენს, რომ რომელიმე ოპოზიციონერს, რომელიც აქ იყო დღეს მოსული, "ქართული ოცნება" სთხოვს პარლამენტში შემოსვლას, ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ იმ მოქალაქეებს, ვინც მხარი დაუჭირა ოპოზიციას... ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია კარგად იცით, საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება, - განაცხადა თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი