
მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა.
ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და მუშაობას მხარეებთან. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, - ამბობს დანიელსონი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.