მე-7 დღე - მოლაპარაკებები "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დღეს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების მეშვიდე დღეს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას  დღეს ევროკავშირის საელჩოში კიდევ ერთხელ შეახვედრებს.  ევროკავშირთან ერთად, დიალოგის მონაწილე, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს ელჩი  - კელი დეგნანიცაა.

4 საათიანი შეხვედრის შემდეგ მთავარმა შუამავალმა კრისტიან დანიელსონმა გუშინ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მხარეთა პოზიციების დაახლოებისთვის ყველაფერი კეთდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.

ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი