სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მან განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თარიღი:
ჩვენს ქვეყანაში მოგეხსენებათ რომ შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი" ამბობს ღარიბაშვილი.
საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო