ალერგიული რეაქცია და ვაქცინაცია - ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვაქცინაცია არ შეჩერდება - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა და გადაწყვეტილებაც მიღებულია. მინისტრი ტიკარაძე ადასტურებს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით მედიკოსების აცრა მომავალშიც გაგრძელდება. 

ჯანდაცვის მინისტრმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მედიკოსის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ
ექიმების დახმარებით, კეთილსაიმედო გამოსავლის მოლოდინი არსებობს. მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა. 

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. ქვეყანაში 15 მარტიდან მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა. 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3365 წარმომადგენელი. დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი