მოვუწოდებ "ოცნებას", გაათავისუფლონ მელია - დევიდ კრამერი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი "ოცნების" ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

მე არ მესმის, როგორ უნდა შედგეს კომპრომისი, თუკი ნიკა მელია იქნება ციხეში, როგორ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია კომპრომისს?! ამიტომ მოვუწოდებ "ოცნებას", გაათავისუფლონ მელია, ამის მერე შესაძლებელი იქნება მხარეებისთვის, დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმდნენ, მაგრამ თუ არ იქნება კომპრომისი - საქართველო უერთდება ისეთი ქვეყნების რიგს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ჩინეთი და სხვები.. თავისი ერთპარტიული პარლამენტით... აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ქმნიან ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე საქართველოდან, რადგან აქამდე თქვენი ქვეყნის წარმატება დამყარებული იყო დემოკრატიულ მისწრაფებებზე.. და როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადს აკეთებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე, ასეთ დროს სწრაფად უნდა მოაგვარონ არსებული კრიზისი, - ამბობს დევიდ კრემერი. 

ცნობისთვის, "ხელი შევუწყოთ დემოკრატიას საქართველოში" - ამ სახელწოდებით სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი