
ნიკა მელიამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
ნიკა მელიამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, როცა თქვა, რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, სახელმწიფოს ეკისრება რეაგირების ვალდებულება და ასეც მოხდა, - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა.