დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე 23 მარტს შეერთებული შტატების სენატი იმსჯელებს. სენატორების კითხვებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები უპასუხებენ. დაგეგმილ განხილვას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა:

"სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენას ველოდები. 3 წლის წინ კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით მივმართე და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის ანგარიშში ჩაწერეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ!" - წერს გიორგი მარგველაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივით ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი