
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ულტიმატუმია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა აღიაროს, გადადეს და მანამდე ტარდებოდეს არჩევნები, სანამ მესამე პრეზიდენტს არ აირჩევენ.
"აკო მინაშვილი რუპორია, აკო მინაშვილს არ გააჩნია არანაირი რესურსი, გარდა იმისა, რომ გაიმეოროს ის, რასაც უკარნახებენ. არის ულტიმატუმი ერთი, რომ არსებობს პოლიტპატიმრები, რასაც აგერ მთავარი არხი კითხულობდა, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი უტიმატუმი, ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას", - თქვა გია ვოლსკიმ.
კომრპომისი არის თავად მოლპარაკების მაგიდასთან დასხდომა და ამას ყველა დაემორჩილა ვისაც "საცივიდან თავი ამოიაყოფინეს".
შეგახსენებთ, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება ოპოზიციას აკისრებს, ოპოზიცია კი პირიქით.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა საქართველო უკვე დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.