მელიას პატიმრობა წინაპირობად არ შეიძლება არსებობდეს - სარჯველაძე მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მოლპარაკების წინაპირობად არ შეიძება არსებობდეს. მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ეს საკითხი მოესპო.

"ვიხილეთ მცდელობა და ურთიერთბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე მხარეს კომპრომისზე წასვლა არ სურს და მოლაპარაკებების მიმართ არ არის კონსტრუქციულად განწყობილი, თუმცა გამოითქმებოდა იქვე ეჭვები ჩვენი მხირდან, მათ შორის ამასთან დაკავშირებით და ბოლოს ვიხილეთ პრაქტიკულად უდაო აღიარება, იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ერთ-ერთი საკითხი რომელიც დასახელდა როგორც ულტიმატუმი, იმასთან დაკავშირებით, პირდაპირ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში პირდაპირ ეკავა ხელში ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი მოესპო. თუ მათი განწყობა იყო რეალურად საიმისოდ, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, რასაკვირველია, მაგალითად, მათ შორის მელიას პატიმრობა წინაპირობად არ შეიძლება არსებობდეს", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა საქართველო უკვე დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი