დედაქალაქი სტიქიური უბედურების წინაშეა - ვაშლიჯვარი - ნუცუბიძე - ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები სულ უფრო აქტიური ხდება. ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ თბილისის მერიისთვის მეწყერის საშიშროების შესახებ ნახევარ წელზე მეტია ცნობილია.
გელოვანი - ლისის დამაკავშირებელი გზის პროექტი 2016 წელს შეიქმნა. 2019 წლის 10 ივლისს თბილისის მერიამ პროექტის მშენებლობა კომპანია "ბლექ სი გრუპს" ჩააბარა, სამშენებლო სამუშაოები ვაშლიჯვრის მონაკვეთზე 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
დოკუმენტში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, ვკითხულობთ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში კომპანია "ბლექ სი გრუპმა" დედაქალაქის მერიას წერილი მიწერა, რომ ადგილზე დაწყებული იყო აქტიური მეწყერული პროცესები. კომპანიამ მოითხოვა 80 დღიანი ვადის, 200 დღემდე გაზრდა მოითხოვა.
დედაქალაქის მერი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ვაშლიჯვარი- ნუცუბიძის გზის მონაკვეთზე კი მეწყერული პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია, პირველადი დათვლებით დამეწყრილ ფერდებზე არსებული ბზარები კონკრეტულ მონაკვეთზე სიღრმით 20 მეტრს, ხოლო სიგანის 5 მეტრსაც აღწევს.
ამავე თემაზე: