ბაიდენის განცხადება პუტინის შესახებ მიუღებელი და შუფერებელია - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ერდოღანის თქმით, ბაიდენის განცხადება მიუღებელია და შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ შეესაბამება.

"ბატონი ბაიდენის განცხადება ბატონი პუტინის შესახებ, არ შეეფერება პრეზიდენტის განცხადებას. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და მსგავს შეფასებებს იყენებს, ისეთი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, როგორიც რუსეთია, ეს ნამდვილად მიუღებელია",- თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინმა ბაიდენს ძალიან "ჭკვიანური" და "ელეგანტური" პასუხი გასცა.

"ჩემი აზრით, ბატონმა პუტინმა ის გააკეთა, რაც საჭირო იყო, როდესაც ძალიან, ძალიან ჭკვიანური და ელეგანტური პასუხი გასცა",- თქვა ერდოღანმა.

პუტინმა ბაიდენი დებატებში მას შემდეგ მიიწვია, რაც ABC-სთან ინტერვიუში ოთხშაბათს მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია. ამ განცხადებას პუტინიც გამოეხმაურა და თქვა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახისამის შემდეგ რუსეთმა ამერიკიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწია. ბაიდენის ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ პრეზიდენტი საკმაოდ დაკავებულია, რაც დებატებზე უარს ნიშნავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი