ჯანდაცვის სამინისტრო ჩიხშია, გათავისუფლდნენ არაკვალიფიცური კადრები - ექსპერტების შეფასება

გამოქვეყნდა:

27 წლის გარდაცვლილი მედდის საქმეს სამედიცინო სფეროს ექსპერტები ეხმაურებიან და ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე მიუთითებენ. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციას მოუმზადებელი დახვდა და დაბალი კვალიფიციის კადრების გამო ის ჩიხშია.

"კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია ამბობს, რომ მასგავსი პირები სამინისტროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და სამინისტრო კვალიფიციური პირებით უნდა დაკომპლექტდეს.

"ჯანდაცვის სამინისტრო, მისი დაბალი კვალიფიკაციისა და უავტორიტეტობის გამო გახლავთ შესული ჩიხში და ეს პროცესი გრძელდება უკვე წელიწადზე მეტია. მათი მოქმედება თუ უმოქმედობა, გაუაზრებელი ქმედებები იწვევს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ კატასტროფული შედეგები შემოდგომაზე და ჩვენ ვღებულობთ ასევე კატასტროფულ შედეგებს ვააქცინაციის პროცესში.

დაუყოვნებლივ აუცილებლობას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის მესვეურები იქნან განთავისუფლებული თანამდებობებიდან და დაკომპლექტდეს ჯანდაცვის სამინისტრო კვალიფიცირებული, გამოცდილი და მოსახლეობაში ნდობით აღჭურვილი პიროვნებებით",- თქვა ვილი პაჭკორიამ.

27 წლის მედდა გუშინ 19 მარტს გარდაიცვალა. ის ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 

დაღუპული მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ელოდება კონკრეტულ პასუხს, ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რამაც 27 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი