ვარ ძალიან მხნედ, ვიცი რისთვისაც ვარ აქ გამოკეტილი - მელიას პირველი სატელეფონო ინტერვიუ ციხიდან

გამოქვეყნდა:

"ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი", - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ციხიდან პირველი სატელეფონო ინტერვიუში, "მთავარ არხთან" გააკეთა.

ნიკა მელიას, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ესაუბრა. მისი თქმით, არის მხნედ და მარტივად გაიარა ადაპტაცია. როგორც ნიკა მელია ამბობს, ოპოზიციური პარტიები მაქსიმუმს აკეთებენ შეთანხმების მისაღწევად.

"ძალიან მხნედ ვარ. მოტივირებული ვარ, მარტივად ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაცია არ მიჭირს. ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი. ამიტომ, მე გარეთ ვიქნები თუ შინგით "ქართული ოცნებისთვის" მე მგონია, პრობლემატური ვარ იმდენად დიდი სისულელე ჩაიდინეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციური პარიების ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დააზიანებს საზოგადოებას", - თქვა მელიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია, დღეს "შაბათის მთავარის" ეთერში გავა.

ნიკა მელია კი 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

ნიკა მელიას დაკავებიდან ორ დღეში, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უწყება
მზადაა,
 ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი