მათი პროტესტის და აქციების არავის ეშინია - მდინარაძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის აქციების და პროტესტის არავის ეშინია. მისი თქმით, უნდა დასრულდეს მოგონილი და ხელოვნური კრიზისის დღის წესრიგში ყოფნა.

"მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის, მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მართლა მნიშვნელოვანია თითოეული თუნდაც მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრიც კი, რომელიც უკიდურესად სუბიექტურია ამ პროცესების და მოვლენების შეფასების დროს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია, შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართალს დაუპირისპირდეს" - თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დღეს, 20 მარტს სამოქმედო გეგმა გააჟღერა. ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს, აქციებს, რეგიონებში ჩასვლას და 15 მაისს, თბილისში, რუსთაველზე მასშტაბურ აქციას გეგმავს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი