კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით ხვალ, 14:00 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ხვალ, 21 მარტს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი "სოცაფეთქებაა", მოქალაქეები 14:00 საათზე კანცელარიის შენობასთან შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერა.

"#სოცაფეთქების ინიციატივითა და თავისუფლების ინსტიტუტის იურისტების ჩართულობით მომზადდა (სახალხო/ საზოგადოებრივი) კოლექტიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესების, სხვადასხვა ჯგუფების თუ კერძო პირების ინტერესების დაცვას, რომელთაც უკიდურესად იზარალეს გაუაზრებელი ჩაკეტვებით და გადაჭარბებული რეგულაციებით", - წერენ ორგანიზატორები.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოიცავს შემდეგ სადავო სამართლებრივ აქტებს:
1 - საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
2 - საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3 - საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ;
4 - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" (იზოლაციისა და კარანტინის წესები).

აქციის ბოლოს ორგანიზატორები სამომავლო გეგმას და მთავრობისადმი ულტიმატუმს გააჟღერებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი