ბატონი მდინარაძის განცხადება მხოლოდ ემსახურება იმას, რომ სახე შეინარჩუნონ ევროპელი კოლეგებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე - აცხადებს ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის განცხადებებს პასუხობს.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მოლაპარაკებებზე ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესათანხმებელ პუნქტებამდე არც კი მისულიყო საუბარი:
"როცა ბატონი მდინარაძე იმუქრება, რომ გავასაჯაროვებ დეტალებსო, კი, რაც მალე იზამენ მით უკეთესია...დაადასტურებს იმას, რასაც ღარიბაშვილი ამბობდა მოლაპარაკების გადამწყვეტი რაუნდის წინა დღეებში, რომ ქართული ოცნება არ იყო მზად შეთანხმებაზე წამოსულიყო - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.
ამავე თემაზე: