დაკავებამდე გადაღებული კადრები - წულაიას საქმე და დაზარალებულის საეჭვო კავშირები მაღალჩინოსნებთან

გამოქვეყნდა:

კადრები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს და რომელსაც, გოგი წულაიას წინააღმდეგ პროკურატურა იყენებს, ასმათ დვალიშვილმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გადაიღო. საქმეში სულ 4 ვიდეო ფაილი დევს, რომელიც დვალიშვილმა 17 მარტს ღამის საათებში, სხვადასხვა დროს გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ გადაღებულ ვიდეოს ქალი სავარაუდოდ "ვოცაფის" აპლიკაციაში ვინმე "ჭოლასთან" აგზავნის.

ვინ არის ჭოლა?...პროკურორს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.

რაც შეეხება გოგი წულაიასა და ასმათ დვალიშვილს შორის საუბარს. დიალოგით, დვალიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ წულაია მის მიმართ აგრესიული არ იყო. 

უფრო მეტიც, პოლიტიკოსი დაზარალებულად ცნობილ ქალს ბოდიშს უხდის და იქვე განუმარტავს, რომ მის საწინააღმდეგოდ არაფერს მოიმოქმედებს.

ამ ვიდეოს ჭოლასთან გადაგზავნის შემდეგ ასმათ დვალიშვილი აზუსტებს, რომ გოგი წულაიამ მისი ნების საწინააღმდეგოდ კოცნა მოინდომა.

საქმის მასალების მიხედვით, ასმათ დვალიშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ზუსტად როდის მიიღო ეს ჩალურჯებები  ექსპერტიზას არ უთქვამს.  

ჩნდება ეჭვი, რომ დაზარალებული შესაძლოა სუს-ისგან მიგზავნილი პროვოკატორი იყოს, რომელიც კიდევ არაერთ მამაკაცს უჩიოდა მსგავსი შინაარსის ბრალდებით. ერთ შემთხვევაში კი ის თავად დაესხა თავს ერთერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და გადაღებასაც ცდილობდა.  

ყველაზე ხშირად ის გენშტაბის ყოფილ უფროსს და ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან აქვს. 

ირკვევა, რომ დვალიშვილს აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა". ამ ორგანიზაციით ის იგებს ტენდერებსა და იღებს გრანტებს, თუმცა რა გაუკეთებია ამ ორგანიზაციას არავინ იცის. რაც დოკუმენტებით დგინდება, მას ქუთაისის მერიიდან რამდენიმე ათასი ლარი აქვს აღებული.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პირი, ოთო ქართველი  გამოჩნდა, რომელიც ყვება, რომ ასმათ დვალიშვილს სხვა პირებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ოთო ქართველი ამბობს, რომ დვალიშვილი ახლო ურთიერთობას ამყარებდა სხვადასხვა პირებთან და შემდეგ ამით დაშანტაჟებას ცდილობდა...

ვინ არის მაღალჩინოსანი, ვის დავალებებსაც ასმათ დვალიშვილი ასრულებს? ქუთაისში, კამერის მიღმა ყვებიან, რომ ეს სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლადდანიშნული მოადგილე ლევანა ახობაძეა.

შაბათის მთავარი წყაროს ინფორმაციით, ასმათ დვალიშვილს სამხედრო პირების დასაშანტაჟებლად ის 2016 წლიდან იყენებს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი