როგორც ჩანს, მას ძალიან მტკიცედ აქვს განცდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საბანაძის გადაწყვეტილება სწორედ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას უკავშირდება.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ნატალი საბანაძემ საკუთარი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აღა დააყენა და წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ნატალია საბანაძემ თანამდებობდა დღეს დილით დატოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საბანაძეს ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და იცოდნენ, რომ ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ის წასვლას აპირებდა.
ამავე თემაზე:
"საქართველოს ელჩობა აღარ უღირდა"- ოპოზიცია საბანაძის გადადგომის მიზეზებზე საუბრობს