რა მოხდა ახალციხეში - შეიძლებოდა თუ არა ექთნის გადარჩენა?

გამოქვეყნდა:

შეიძლებოდა თუ არა ვაქცინაციის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ექთნის გადარჩენა? - მსოფლიო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვიტყვით, რომ შეიძლებოდა:

  1. "ასტრაზენეკას" ვაქცინის შედეგად ანაფილაქსიური შოკი სხვა ქვეყნებშიც განვითარებიათ პაციენტებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაღუპულა. მეგი ბაქრაძე მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა. 
  2. ანაფილაქსიური შოკი, მაქსიმუმ, ასი ათასი ადამიანიდან ერთს ემართება, ზოგ ქვეყანაში მილიონიდან ერთს და, როგორც გითხარით, ყველა მათგანის გადარჩენა მოხერხდა. რანაირად მოხდა ისე, რომ ჩვენთან მხოლოდ ოთხი დღის დაწყებული იყო ვაქცინაცია, მხოლოდ ორი თუ სამი ათასი პაციენტი იყო აცრილი და უკვე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა? 

ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ეს არ არის არც თვითონ ვაქცინის ბრალი და არც უიღბლობის, არამედ ეს ტრაგედია სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. 

ამავე თემაზე: 

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი: შეიძლებოდა თუ არა ექთნის გადარჩენა? 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი