GPS ამოვაკარით მანქანას და მეორე დღეს ახალ ამბებში გავიგე... - ივანე გულაშვილი გიორგი რურუას დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

საზოგადოებისთვის ცნობილი საქმე, რომელშიც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა, "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას უკავშირდება. 

საპროტესტო აქციებზე ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ მომიტინგის თვალთვალი, გულაშვილის თქმით, სუს-ის უმთავრესი საქმიანობაა. მისივე განმარტებით, ეს უწყება, უკვე დიდი ხანია, არა სახელმწიფოს, არამედ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. 

ღამე იყო ბრძანება აქციაზე, რომ GPS უნდა ამოგვეკრა "პრადოსთვის", ამოვაკარით GSP და მეორე დღეს ახალ ამბებში ვნახეთ ვისი "პრადოც" იყო. რურუა იყო.. სიმართლე რომ გითხრათ, სახეზე მე რურუას არ ვიცნობდი.. სურათიც კი არ ვიცოდი მაგ ადამიანის და გამახსენდა, რომ ზაფხულში ჩვენ მაგ ადამიანს ვუთვალთვალებდით კამერებით, პარლამენტთან, რას აკეთებდა და სად დადიოდა. ჩანაწერებიც მაქვს.. რასაც ვიძახი, ყველაფრის დამტკიცება შემიძლია, - ამბობს გულაშვილი "მთავარ არხთან" ჩაწერილ ინტერვიუში. 

ინტერვიუ სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო..

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი