უმიზეზოდ, ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე მცემეს - ზაზა მდივანი ექსპერტიზაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, ზაზა მდივანი, რომელიც გუშინ, 21 მარტს ორმა უცნობმა პირმა სოფელ დიღომში სასტიკად სცემა ექსპერტიზის ბიუროში მივიდა. ის მომხდარს ორ მიზეზს - ყოფილ სამსახურსა და ბერა ივანიშვილის გინებას უკავშირებს.

"გუშინ დილის 11 საათზე დამიძახა ვიღაც ორმა პიროვნებამ, გავედი, უმიზეზოდ, ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე მცემეს. ერთი ვარიანტია ჩემ სამსახურთან დაკავშირებით, სასამართლომ აღმადგინა და ახლა განაცდურს ვთხოვ შპს ალეკო არის ეგეთი, ეგ ერთი და მეორე, ბერა ივანიშვილს ვაგინე Facebook-ზე, ჩაფსმული ბავშვები რატომ უნდა მივიდნენ სკოლაში, თუ ვეღარ უნდა მივიდნენ, ამეშალა ნერვები და ვაგინე", - თქვა მან. 

მისი განცხადებით არცერთ პირს არ იცნობდა, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა. 

შპს "ალეკოს" დირექტორმა "მთავარ არხთან" მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი