ხურვალეთში, დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე ნათესავების შესასვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი აამოქმედა. ახლობლები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ნაწილ-ნაწილ ახერხებენ. 

დათა ვანიშვილის შვილმა, ნანა ვანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ნათესავების შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ.

"რუსმა გვითხრა, რომ თქვენი ნათესავები არიან დაშვებული მამაშენის დაკრძალვის დროს, როგორც არის წესრიგი, მოვლენ, გაასვენებენ, დასხდებიან, შენდობას ეტყვიან და წავლენ. არაფერი არ მოხდება, ცუდი რამ რომ მოხდეს ხომ აირდაირევა აქაურობა. 

სამშვიდობო ზონის უფროსი იყო, სახელი ვიცი ნაზიმი ჰქვია, გვითხრა ვინც გინდათ შემოიყვანეთ თქვენი ნათესავები, რამდენიც გინდათო. ჩემი გვარი და სახელიც ჩაიწერეს, ბავშვისაც. ნათესავი აქეთ არავინ არ გვყავს, მოგვცეს გარანტია, რომ არ დაიჭერდნენ, არაფერი საშიშროება არ მოხდება", - თქვა ნანა ვანიშვილმა. 

მისი თქმით, დაკრძალვის შემდეგ თვითონაც საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეზე გადმოვა. დათა პაპას სახლში კი მხოლოდ მისი ცოლი დარჩება.

ცნობისთვის, ოკუპაციასთან შეურიგებელი ბრძოლის სიმბოლოს, დათა პაპას დღეს დაკრძალავენ. სასაფლო საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული. 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი