ტიკარაძე რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან ვაქცინაციაზე გასაუბრებებს იწყებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესზე აქტივობა დაბალია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ის სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს დაიწყებს. პირველი საავადმყოფო, რომელსაც ის ესტუმრება, სავარაუდოდ, საჩხერის კლინიკა იქნება.

"მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება ალბათ პირველი კლინიკა, რომელსაც მე მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც ხვალ განვახორციელებ ჩემს ვიზიტს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

გარდა ამისა, დღეს, 22 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში ახალი ასაკობრივი ჯგუფები დაემატებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი