ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრება, რათა "ერთხელ და სამუდამოდ" მოსახლეობაში ამ ვაქცინასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნას.
"აუცილებლად შეგატყობინებთ, მე შევპირდი მოსახლეობას, რომ აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, და აუცილებლად მედია გაიგებს ამის შესახებ. მე ავიცრები სავარუდოდ, ასტრაზენეკათი, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციაზე კამპანიას, ამ თემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობენ და მათ რეკომენდაციებს დაეყრდნობიან.