საქართველო ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს ემშვიდობება -დატა პაპას პატივის მისაგებად ხურვალეთში დღეს "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნების არ გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზთან სამძიმარზე არც ქვეყნის მთავარსარდალი, არც პრემიერი და არც დეპუტატები ჩასულან.
დათა ვანიშვილის ნათესავების ერთმა ნაწილმა მავთულხლართების იქით გადასვლა ევროკავშირის ცხელი ხაზის საშუალებით მოახერხა, ნაწილს კი უფლება არ მისცეს.
ხურვალეთში დრეს ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩავიდნენ.
დათა პაპას დაემშვიდობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
ერთადერთი, ვინც ხელისუფლებიდან ვანიშვილების ოჯახს მიუსამიძმრა, სუს-ის წარმომადგენელი, ირაკლი ანთაძე იყო.