
"სამწუხაროა რომ ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან და ვეღარ დაეხმარება, არ გვიმართლებს რა" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება.
"ტყუილია რომ ბიძინა უშლიდა ხელს გახარიას სწორი რეფორმების გატარებაში, პირიქით, ეხმარებოდა როგორც შეეძლო. ხუნდაძე და წილოსანი უშლიდნენ. ახლა აღარ არის მათი გუნდის წევრი და გაეხსნა გიორგის ხელ-ფეხი. უბრალოდ, სამწუხაროა რომ ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან და ვეღარ დაეხმარება, არ გვიმართლებს რა", - წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
ამავე თემაზე: