გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე, მაია მენაღარიშვილი, ბექა ლილუაშვილი, რესან კონცელიძე .. - "მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები განიხილავენ გიორგი გახარიას გუნდში ყოფნას და ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას.
მათი ნაწილი, მათ შორის მაია მენაღარიშვილი, ამას ჯერ კიდევ უარყოფს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები არ გამართულა.
არანაირი საუბარი და კონსულტაციები არ ყოფილა რაიმე ფრაქციასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი კონკრეტული განცხადება არავის არ გაუკეთებია, პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული ფორმით დარჩენასთან დაკავშირებით.. - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
რესან კონცელიძე კი ამბობს: ბატონი გიორგი ჩემი მინისტრი იყო
თუ ვინმეს "ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა, გზა ხსნილია - ამბობს გია ვოლსკი, თუმცა მისივე თქმით, მას ამის შესახებ არაფერი სმენია.
ცნობისთვის, გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.