პუტინი მკვლელია - ადამ კინზინგერი

გამოქვეყნდა:

პუტინი მკვლელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს. 

რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე; პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარული ადამიანები და მათი არჩევანია. ის დაეხმარა ასადს, მოეკლა სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვი და აწამეს აქტივისტები ბელარუსში. ის თესავს ქაოსს და მთელ მსოფლიოში დაუსჯელად მოქმედებს, - წერს კინზინგერი. 

ამერიკელი ჟურნალისტის, ჯორჯ სტეფანოფოულის შეკითხვას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: მჯერა, რომ პუტინი მკვლელია. ჯო ბაიდენის ამ განცხადებას თავად პუტინი ასე გამოეხმაურა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის"... მაგრამ, შემდეგ, მაინც მოისურვა პრეზიდენტ ბაიდენთან ონლაინრეჟიმში გასაუბრება, 19 ან 22 მარტიო, თქვა და პასუხად მიიღო - დაკავებული ვარ და "ოდესმე აუცილებლად დაგელაპარაკებიო". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი