ყვავილებითა და სამგლოვიარო გვირგვინებით შემკული რუსული მავთულხლართები. დღეს, 22 მარტს, საქართველო კიდევ ერთ გმირს დაემშვიდობა. ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. თუმცა, ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან დღეს არავის გახსენებია ადამიანი, რომელიც არასოდეს შეგუებია რუსულ ოკუპაციას და მეუღლესთან ერთად ცხრა წლის განმავლობაში მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობდა.

სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

დათა პაპა იყო ხურვალეთის ის მცხოვრები, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი