პარტიებმა პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი უნდა დააყენონ - ჟოზეფ ბორელი

გამოქვეყნდა:

საჭიროა, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი დააყენოს, რათა საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს. 

ვისაუბრეთ საქართველოს შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გასწია ინტენსიური მედიაცია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასალახად. მინისტრებს მოვახსენე ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შესახებ, რომელსაც გასულ სამშაბათს ვუხელმძღვანელე. ასევე ვისაუბრე ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევაზეც, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დანიშნული პირადი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.. მუშაობა გრძელდება.. მსურს, გავიმეორო: საჭიროა, საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი დააყენოს, რათა საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ და ყურადღება მიაქციონ სხვა აუცილებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკის აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება, - ამბობს ბორელი. 

დღესვე, ცნობილი ხდება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას მხარი დაუჭირეს. დანიელსონი რომ საქართველოში დაბრუნდება, ამის შესახებ Twitter-ზე უკვე დაწერა შარლ მიშელმა. დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი