ევროკავშირი არსად არ მიდის - სალომე ზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის განცხადებას, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების თაობაზე, Twitter-ზე ეხმაურება. 

მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს არის ძლიერი ნიშანი, რომ ევროკავშირი არსად არ მიდის. სანამ ჩვენ ველოდებით კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას, მანამდე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილას დააყენონ ქვეყანა და იმუშაონ დეპოლარიზაციისთვის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის, - წერს ზურაბიშვილი.

კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით შარლ მიშელმა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა. 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი