ივანიშვილთან დაკავშირებულ, ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებულ ბიზნესმენს, ბიუჯეტიდან 5 მლნ გადაუხადეს - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენს, რომელიც 2020 წელს ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს, 2014-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი გადაუხადეს. 

საჩხერელი ბიზნესმენი ბესიკ ივანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და მასთან დაახლოებული პირია, რომელიც რამდენიმე კომპანიას ფლობს და აქედან ერთი მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული. 2014-2020 წლებში მან სახელმწიფოსგან 4,806,345 ლარის შეკვეთები მიიღო - საჩხერიდან 3,192,552 ლარი, ხოლო ჭიათურიდან 1,077,542 ლარი და ამავდროულად, ტენდერების უმრავლესობა უკონკურენტო გარემოში აქვს მოგებული. 2020 წელს ივანაშვილი 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა, სასამართლო პროცესი დახურული იყო და გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა მისი ფეისბუქ-გვერდი კვლავ აქტიურია, - წერს "ფლანგვის დეტექტორი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი