
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეხმიანება "მთავარის" გადაცემა"პოსტ-ფაქტუმი", გასულ სიუჟეტს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი, ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს ამონტაჟებდა. საია გმობს უკანონო მიყურადებას და შესაბამის გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
"ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა"პოსტ-ფაქტუმში" გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება", - წერს საია.
ორგანიზაცია, მხარდაჭერას უცხადებს მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერ ანა დოლიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ ფარული მიყურადების მსხვერპლია.
იხილეთ ასევე: