ძალიან იშვიათი შემთხვევაა - WHO-ს პირველი კომენტარი 27 წლის ექთნის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სუმია სვამინათანმა საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთანზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებებში მიმდინარეობდეს, სადაც მედიკოსები და საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის მედიკამენტები იქნება.

"იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს რეკომენდირებულია, რომ პირველ რიგში, დავრწმუნდეთ რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომელბიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი, როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში", - თქვა სუმია სვამინათანმა.

მისი თქმით, აცრილ ადამიანს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, განსაკუთრებით მათ ვისაც წინა ანაფილაქსიური ისოტირა აქვთ.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი