
მთავარი ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების დროს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი- საქალაქო სასამართლო აქტივისტის საქმის განხილვას იწყებს; 23 თებერვალს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას სპეცდანიშნულების რაზმი ძალის გამოყენებით აკავებდა, პოლიციამ მშვიდობიანი აქტივისტების ნაწილი, იძულების წესით ქუჩიდან, ნაწილი კი ოფისიდან აიყვანა.
გამოძიება მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას ედავება.
საქალაქო სასამართლო 8 პირის საქმეს განიხილავს. აქტივისტებს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვთ.
დაკავებულების მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან ენმ-ს წევრებიც მივიდნენ.