"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მზად არიან კომპრომისისთვის, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ამ მოლაპარაკებებში ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო რეფორმა უკავშირდება მთავარ ამოცანას, ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისთვის ხელის შეშლას და დემოკრატიის გამტკიცებას. ამ პროცესში ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კომპრომისისთვის, რომ ნებისმიერ ნაბიჯისთვის და კომპრომისისთვის მზად ვართ, რომელიც დაეხმარება არა ოპოზიციას არამედ ქვეყანას იმისთვის, რომ აღდგეს დემოკრატიული პროცესი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.
"ქართულ ოცნებაში" კი დათმობას ოპოზიციისგან ელოდებიან.