დანიელსონი ბრუნდება -"ოცნება" ამბობს, რომ დათმობა ოპოზიციას მოუწევს

გამოქვეყნდა:

საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას ელოდებიან. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების წინა რაუნდი ოპოზიციის გამო ჩაიშალა. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ დათმობაზე წასვლას მმართველი გუნდი არც ამ ეტაპზე აპირებს და კომპრომისს ისევ ოპოზიციისგან ელოდება

"არ არის სწორი, რომ შეთანხმების ვერ შედგომის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების მხარეს. ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რაც არაერთხელ ითქვა დასაბუთებულად და არგუმენტირებულად, მიზეზია, არასათანადო განწყობის არსებობა ოპოზიციის რიგ ლიდერებს შორის. ფაქტია, რომ ბატონი დანიელსონი ჩამობრძანდება საქართველოში, შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება", - ამბობს სარჯველაძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი