ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რაიმე უკუჩვენება რომ ყოფილიყო ის ვაქცინაციას არ ჩიატარებდა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მისი საჩხერეში აცრა სიმბოლურია, და ფიქრობს, რომ ის სხვა სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება.

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე რა თქმა უნდა, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი, სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული ის კითხვარი რომელსაც მე დეტალურად გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის მე თავს კარგად ვგრძნობ", - თქვა მან.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჩხერის კლინიკას და მედპერსონალს საყვედურობდნენ, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე:

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის და მედპერსონალის მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე, მე რა თქმა უნდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი", - თქვა ტიკარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი