დაიბარებენ თუ არა საბანაძეს პროკურატურაში? - 20 ივნისის ღამის ჩანაწერები და გიორგი რურუას დაკავება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, "პოსტ ფაქტუმში" გასულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის ჩანაწერები სპეცსამსახურებმა  პოლიტიკური მოტივით გაანადგურეს, რადგან ჩანაწერებში კარგად ჩანდა იმ ბრალდების აბსურდულობა, რასაც ნიკა მელიას უყენებენ:

ნიკა მელიას, რომელსაც ედავებიან აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებას, მოსახლეობის შეჭრის ორგანიზებას, გამოჩნდებოდა, რომ პირიქით ნიკა მელია ყველაფერს ცდილობდა, რომ დაეშოშმინებინა სიტუაცია. გამოჩნდებოდა ძალიან ბევრი პირი ვინც, ხელისუფლების მხრიდან ოპერირებდა ადგილზე და ასევე გამოჩნდებოდა სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომები", - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ვანო გულაშვილის განცხადებებმა დაადასტურა ის, რასაც ისინი რურუას დაკავების დღიდან ამბობენ:

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის განხორციელების და ის პოლიციას შემთხვევით არ გაუჩერებია ქუჩაში. GPS მოწყობილობებიც იმისთვის სჭირდებოდათ, რომ შეერჩიათ ისეთი ადგილი, სადაც არ იქნებოდა კამერები", - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

სკანდალური რეპორტაჟი, რომელსაც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის გადადგომა მოჰყვა, "პოსტ ფაქტუმის" ეთერში კვირას, 21 მარტს გავიდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი