"ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი არ გამორიცხავს, რომ ევროპამ პოლიტპატიმარ ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გრანტით გადაუხადოს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ამით "ყველა სახეს შეინარჩუნებს".
არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, რომ ელისაშვილმა თქვა, მე გადავიხდიო და მუქარები წამოვიდა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? - არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს, - ამბობს ზილფიმიანი.
ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მისი დაკავებიდან ორ დღეში, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უწყება მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.