შანტაჟი პირადი ცხოვრებით - ქალთა მოძრაობა უფლებების დასაცავად ერთიანდება

გამოქვეყნდა:

უკანონო თვალთვალის მსხვერპლი ანა დოლიძე გამოძიებას მოითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროკურატურას მიმართავს და მის მიმართ უკანონობის გარდა, სისტემური დანაშაულის გამოძიებასაც მოითხოვს.

ვინ განაახლა უკანონო მიყურადება და ვინ ხელმძღვანელობს ამ ეტაპზე დანაშაულებრივ ქსელს - დოლიძის აზრით ეს არის მთავარი კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ქალები კი ამ ბრძოლაში საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან.

ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელის შეტანა "პოსტ-ფაქტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. სიუჟეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირებზე თვალთვალს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი