ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" აკისრია, - ამის შესახებ სენატრი ჯიმ რიში სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მედიაზე, მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიულ გავლენას ზრდის.
პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და გადალახონ არსებული უთანხმოებები, - ამბობს რიში.
სენატორი რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას, განაგრძონ მოლაპარაკებები. "მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ რეფორმებზე, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს" - ამბობს რიში.