მმართველი პარტიის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებსა და თავისუფალ მედიაზე ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, - ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან შესამჩნევადაა გაუარესებული საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირების მიმართ მოპყრობა. ასევე, არის მზარდი პოლარიზაცია მედიის მიმართულებით. მაკდონალდის შეფასებით, ამით საქართველოს ზიანი ადგება.
როგორც ქვეყნის შიდა, ისე უცხოური დეზინფორმაცია და ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შევყავართ, ქართული საზოგადოების დაყოფას ხელს უწყობს. ეს პრობლემები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამბობს მაკდონალდი.