საქართველოს ყველა პოლიტიკური აქტორის ინტერესშია, რომ სწრაფად დასრულდეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულობის მძიმე შრომა, - ამის შესახებ სენატორი რონ ჯონსონი სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია.
საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციულ მემკვიდრეობას და უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია, ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდეს და გაიაზროს, რომ ეს მათ ინტერესშია, ყველას ინტერესშია, საქართველოს ინტერესშია, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს მმართველობის მძიმე შრომას, დემოკრატიულობის მძიმე შრომას. საქართველო რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია, - ამბობს ჯონსონი.